საბაჟო რეჟიმი „რეექსპორტი“

საბაჟო რეჟიმი „რეექსპორტი“

E. custom regime: ,,reexport“

უცხოური საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან იმპორტის რეჟიმით ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქონლის რეექსპორტი დაიშვება საბაჟო ორგანოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განცხადებულ იქნა რეექსპორტისათვის, გატანილ უნდა იქნეს ამ ტერიტორიიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა მასზე საბაჟო დეკლარაციის მიღების დღიდან. დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საქონელი განიხილება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო შემოტანის მომენტში, გარდა საქონლის მდგომარეობის იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 61).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……