საბაჟო რეჟიმი „უბაჟო ვაჭრობა“

საბაჟო რეჟიმი „უბაჟო ვაჭრობა“

E. custom regime: „duty-free trade“

საქონლის გაყიდვა უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტებში საბაჟო კონტროლის ქვეშ, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში (აეროპორტებში, ნავსადგურებსა და სხვა ადგილებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის), საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტი შეუძლია დააარსოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილმა საწარმომ, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის მესაკუთრეს ან მფლობელს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 29).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……