საბრალდებო დასკვნა (1)

საბრალდებო დასკვნა

E. indictment

პროცესუალური დოკუმენტი, რომელშიც შეჯამებულია წინასწარი გამოძიების შედეგები, გაკეთებულია მტკიცებულებათა ანალიზი და შეფასება, მოცემულია დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაცია. საბრალდებო დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. შესავალ ნაწილში მითითებულია ბრალდებულის სახელი და გვარი, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი (მუხლები), რომლის მიხედვითაც კვალიფიცირდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდებულის მოსაზრებები და მათი გაბათილება. სარეზოლუციო ნაწილში გადმოცემულია მონაცემები ბრალდებულის პიროვნების შესახებ, ბრალდების ფორმულირება და კვალიფიკაცია. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებების, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სხვა. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი, ხოლო საქმესთან ერთად სასამართლოში აგზავნის პროკურორი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 409-416).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……