საბჭოს სხდომების გამჭვირვალეობა

საბჭოს სხდომების გამჭვირვალეობა

E. Transparency of Council proceedings oceedings

საბჭოს სხდომების გამჭვირვალეობის შესახებ საუბრისას ყურადღება ორ საკითხზე მახვილდება \n�� საბჭოს სხდომების საჯაროობა \n�� საბჭოს სხდომათა იმ ოქმებისა და მათთზე დართული განცხადებების საჯაროობა, რომლებიც კენჭისყრის დეტალებს მოიცავენ \n1993 წლის 6 დეკემბერს, საპროცედურო წესებში შესწორებების შეტანის შემდეგ, საბჭომ შემდეგი პოლიტიკა აირჩია: როგორც წესი, მისი სხდომები საიდუმლოა, თუმცა, ამავე დროს, ტარდება ღია დებატებიც (მაგ. თავმჯდომარეობის ექვსთვიანი სამუშაო პროგრამის შესახებ). რაც შეეხება შეხვედრებზე საზოგადოების დაშვებისა და წევრ სახელმწიფოთა მიერ ხმის მიცემის დეტალებს, საბჭომ 1995 წლის ოქტომბერში მიიღო ქცევის კოდექსი, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას, დაესწროს სხდომებს, როდესაც საბჭო თავის საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს \nამსტერდამის ხელშეკრულებამ გაითვალისწინა დოკუმენტების საჯაროობის პრინციპები ევროგაერთიანების 207-ე მუხლში. შესაბამისად, კენჭისყრის შედეგები და განმარტებები, ისევე, როგორც ოქმებში შეტანილი განცხადებები, საჯაროა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……