საბჭოში ხმების რაოდენობა

საბჭოში ხმების რაოდენობა

E. Weighting of Votes otes in the Council

ევროკავშირის მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული სახელმწიფო ხმების გარკვეულ რაოდენობას ფლობს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოს ხმების რაოდენობას, არის მოსახლეობის სიდიდე. თუმცა, პატარა ქვეყნებს შედარებით გაზრდილი წარმომადგენლობა ჰყავთ \nხმების დღემდე არსებული განაწილებით დიდ ქვეყნებს არ შეუძლიათ, თავიანთი ხმების საერთო რაოდენობით უმცირესობაში მოაქციონ ევროკავშირის პატარა სახელმწიფოები და პირიქით. ამით უზრუნველყოფილია, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ევროპის კავშირის მასშტაბით \nნიცის ხელშეკრულება, რომელიც 2003 წლიდან შევიდა ძალაში, ითვალისწინებს, რომ გაფართოების შემდეგ ხმათა რაოდენობა საბჭოში შემდეგნაირად განაწილდება: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია – 29 ხმა, ესპანეთი, პოლონეთი – 27 ხმა, რუმინეთი 14 ხმა, ნიდერლანდი – 13 ხმა, საბერძნეთი, ჩეხეთი, ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია – 12 ხმა, შვედეთი, ბულგარეთი, ავსტრია – 10 ხმა, სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა – 7 ხმა, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი – 4 ხმა, მალტა – 3 ხმა. საბჭოში ხმათა საერთო რაოდენობა 345-ს შეადგენს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……