საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – „სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ“ 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ“.   Source: საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა  – სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია "საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.    მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……