საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები

საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები

ხერხებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას. ს.პ.ი-ს მიეკუთვნება პროპაგანდა, დიპლომატია, ეკონომიკური სანქციები, ომი. საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი. მათგან უკანასკნელი – ომი – მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისიც თავდაცვის მიზნით უნდა გამოიყენებოდეს. ეკონომიკურ სანქციებსაც ქვეყანა განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს. საგარეო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად მშვიდობიან დროს დიპლომატია რჩება (ეკონომიკურიც). სახელმწიფოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად და განსამტკიცებლად ძალიან დიდი როლი ენიჭება პროპაგანდასაც.

See also: საგარეო პოლიტიკა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……