საერთაშორისო გადაზიდვა

საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა გაგზავნის, დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟოდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟოს გავლით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“, 2002 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2;   ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. საერთაშორისო გადაზიდვა  – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების გადატანა ან/და მგზავრთა გადაყვანა, რაზედაც გამოწერილია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი გაგზავნის, დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებისათვის, ერთი ან რამდენიმე საზღვრის გადაკვეთით, ნებისმიერი გაგზავნის საბაჟოდან დანიშნულების საბაჟომდე, გაგზავნისა და სხვა ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟოს გავლით.    მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……