საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია

დროებითი საერთაშორისო ორგანო, რომელიც მოწვეულია გარკვეული საკითხის (საკითხების) განსახილველად და შეთანხმებული გადაწყვეტილების მისაღებად. ს.კ-ის აღსანიშნავად ზოგჯერ ტერმინი „საერთაშორისო თათბირიც“ გამოიყენება. ს.კ-ების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმებია კონფერენციები საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციისათვის (მაგ., 1961 წლის ვენის კონფერენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ) და პოლიტიკური ს.კ-ები (სამშვიდობო კონფერენციები, პოლიტიკური თათბირები). თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში ს.კ-ის (საერთაშორისო თათბირების) ერთმა ნაწილმა ნახევრად მუდმივი ხასიათი შეიძინა – ასეთი თათბირები (კონფერენციები) გარკვეული პერიოდულობით მოიწვევა (მაგ., თათბირები უმაღლეს დონეზე: დიდი შვიდეულის ყოველწლიური შეხვედრები და სხვ.). კონფერენციებზე მოქმედებს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგი წესი – თუ კონფერენციის (თათბირის) მუშაობაში მონაწილეთა ოდენობა შეზღუდულია, გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად, სხვა შემთხვევებში კი მათი მიღება ხდება ან უმრავლესობით (პროცედურულ საკითხებზე – დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო დასკვნითი ტექსტი – მეტწილად ორი მესამედის უმრავლესობით), ან კონსესუსუსით. თათბირებზე გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვეულებრივ, ერთობლივი განცხადების ან კომუნიკეს სახით, ხოლო ფართო წარმომადგენლობის პირობებში ჩატარებულ კონფერენციებზე – დასკვნითი აქტის სახით.

See also: კომუნიკე

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……