საერთაშორისო ორგანიზაციები

საერთაშორისო ორგანიზაციები

E. International organizations

მუდმივმოქმედი მთავრობათაშორისი საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი) და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იქმნებიან პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად. სო-ის როლი ინტეგრაციის პროცესების გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო იზრდება. მსოფლიო9ს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთკავშირი თანამედროვე ეტაპის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანებათა შექმნის ცდები შორეულ წარსულშიც ყოფილა (მაგ., ძველ საბერძნეთში არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება „ამფიქტიონია“ და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი „სიმახია“), პირველი ნამდვილი, მასშტაბური სო მხოლოდ XIX ს-ში აღმოცენდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყელიბების პროცესი ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც დაკავშირებულია გაეროს შექმნასთან და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შემდგომ განვითარებასთან.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

მუდმივმოქმედი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო (მთავრობათაშორისი) და საერთაშორისო არასამთავრობოთშორისი დაწესებულებანი, რომლებიც იქმნება პოლოიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად. ს.ო-ს როლი ინტეგრაციის პროცესების გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო იზრდება. მსოფლიოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთკავშირი თანამედროვე ეტაპის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანებათა შექმნის ცდები შორეულ წარსულშიც ყოფილა (მაგ., ძველ საბერძნეთში არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება „ამფიქტიონია“ და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი „სიმმაქია“), პირველი ნამდვილი, მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ XIX ს-ში ჩამოყალიბდა. ს.ო-ის ჩამოყალიბების პროცესი ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც დაკავშირებულია გაეროს შექმნასთან და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შემდგომ განვითარებასთან. საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები სახელმწიფოებთან ერთად წარმოადგენენ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად აქტორებს. თავისი ფუნქციებით ს.ო. არის პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, კულტურული, სამეცნიერო, შეიძლება იყოს უნივერსალურიც. გეოგრაფიული განზომილებით გვხვდება რეგიონული, რეგიონთაშორისი, საყოველთაო ორგანიზაციები. საყოველთაო, უნივერსალური ს.ო-ის მაგალითია გაერო.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……