საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ

საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ

E. International Covenant on Economic, Social and Cultural Rights

მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16.XII.1966 (ძალაშია 1976 წლიდან). პაქტი ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვას, როგორებიცაა: შრომის უფლება, შრომის სამართლიანი პირობების უფლება, პროფესიული კავშირების შექმნის ან მათში გაწევრიანების უფლება, სოციალური უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახის ადეკვატური ცხოვრების პირობების უფლება, განათლების უფლება, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისა და სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და სხვ. პაქტის შესრულებას ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი. საქართველო ამ პაქტს შეუერთდა 1994 წელს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……