საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ

E. International Covenant oc Civil and Political Rights

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 16.XII.1966 (ძალაშია 1976 წლიდან). პაქტი იურიდიულად სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის. მასში თავმოყრილია მრავალი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება და თავისუფლება. პაქტის თანახმად, შექმნილია ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოებს პაქტით გათვალისწინებულ უფლებათა დაცვაში. პაქტს დართული აქვს ორი ფაკულტატური ოქმი (იხ. ოქმი). პირველი ოქმის თანახმად, კომიტეტს ენიჭება უფლება, განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ ცალკეულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ. მეორე ოქმი მიზნად ისახავს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. საქართველო ამ პაქტს შეუერთდა 1994 წელს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……