საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო საზოგადოება

E. International Society

პირველად ეს ტერმინი გვხვდება ბურჟუაზიულ საერთაშორისო სამართლის მეცნიერების მამამთავრის, XVII საუკუნის ჰოლანდიელი იურისტის ჰუგო გროციუსის შრომაში – „ომისა და მშვიდობის სამართალი“ (1625), სადაც მითითებულია, რომ „სახელმწიფოთა დიდი საზოგადოება“ ის ძირითადი საფუძველია, რომელზეც საერთაშორისო სამართლის, წესრიგისა და თანამშრომლობის შენობა უნდა აიგოს. კამათი სს-ის რაობასა და, საერთოდ, მისი არსებობა-არარსებობის შესახებ დღემდე გრძელდება. ბევრს საეჭვოდ მიაჩნია ასეთი საზოგადოების საერთაშორისო მასშტაბით არსებობა, რომლის მკაფიო მაგალითებს საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკა არ იძლევა, რომელ შემთხვევაში, საიმისოდ, რომ ამ ურთიერთობებს სს ვუწოდოთ, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით. ამიტომ მკვლევართა უმრავლესობა ამჯობინებს გამოიყენოს უფრო ნეიტრალური ცნების გამომხატველი ტერმინი – „სახელმწიფოთა საერთაშორისო სისტემა“, რომელშიც იგულისხმება საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილეებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული მოდელი სპეციფიკურ (საერთაშორისო) გარემოში, მაგრამ არ არის ურთიერთდამოკიდებულების ის დონე და ხარისხი, რაც აუცილებელია იმისათვის, რათა მას საზოგადოება ეწოდოს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ სს-ის არსებობა უკვე ფაქტია და რომ მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობათა სს-დ გარდაქმნის პროცესი. სს-ის იდეის მხარდამჭერი განსაკუთრებით ბევრია საერთაშორისო ურთიერთობათა ინგლისური სკოლის წარმომადგენლებს შორის. მათი აზრით, თვით საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ძირითადი ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგის პირობების შესწავლა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჰ. ბული წერს, რომ „სახელმწიფოთა საზოგადოება“ (საერთაშორისო საზოგადოება) არსებობს მაშინ, როდესაც ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ინტერესები და ფასეულობათა სისტემა აქვთ, აცნობიერებენ საკუთარი ინტერესების გარკვეული შეზღუდვის საჭროებას და, ამასთანავე, ერთმანეთთან ურთიერთობებში ერთობლივი მართვისა და საერო ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას. ინსტიტუტები, რომლებმაც საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას. ინსტიტუტები, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოებაში წესრიგი უნდა უზრუნველყონ, არის: საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალთა წონასწორობა. სს-სა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველი მათგანისათვის აუცილებელია საერთო ინტერეების, ღირებულებებისა და მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ბლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბების მზარდ ტენდენციასთან, რომლის რეალიზაციის პირველი ეტაპი სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

პირველად ეს ტერმინი გვხვდება საერთაშორისო სამართლის მეცნიერების მამამთავრის, XVII ს-ის ჰოლანდიელი იურისტის ჰუგო გროციუსის შრომაში „ომისა და მშვიდობის სამართალი“ (1625), სადაც მითითებულია, რომ „სახელმწიფოთა დიდი საზოგადოება“ ის ძირითადი საფუძველია, რომელზეც საერთაშორისო სამართლის, წესრიგისა და თანამშრომლობის შენობა უნდა აიგოს. კამათი ს.ს-ის რაობასა და, საერთოდ, მისი არსებობა-არარსებობის შესახებ დღემდე გრძელდება. ბევრს საეჭვოდ მიაჩნია ასეთი საზოგადოების საერთაშორისო მასშტაბით არსებობა ამიტომ მკვლევართა უმრავლესობა ამჯობინებს გამოიყენოს უფრო ნეიტრალური ცნების გამომხატველი ტერმინი – „სახელმწფოთა საერთაშორისო სისტემა“, რომელშიც იგულისხმება საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილეებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული მოდელი სპეციფიკურ (საერთაშორისო) გარემოში, მაგრამ არ არის ურთიერთდამოკიდებულების ის დონე და ხარისხი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას საზოგადოება ეწოდოს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ ს.ს-ის არსებობა უკვე ფაქტია და მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობათა ს.ს-ად გარდაქმნის პროცესი. ს.ს-ის იდეის მხარდამჭერები განსაკუთრებით ბევრია საერთაშორისო ურთიერთობათა ინგლისური სკოლის წარმომადგენლებს შორის. მათი აზრით, თვით საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ძირითადი ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგის პირობების შესწავლა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჰ. ბული წერს, რომ „სახელმწიფოთა საზოგადოება (საერთაშორისო საზოგადოება) არსებობს მაშინ, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ინტერესები და ფასეულობათა სისტემა აქვთ, აცნობიერებენ საკუთარი ინტერესების გარკვეული შეზღუდვის საჭიროებას და ამასთანავე ერთმანეთთან ურთიერთობებში ერთობლივი მართვისა და საერო ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას“. ინსტიტუტები, რომლებმაც ს.ს-ში წესრიგი უნდა უზრუნველყოს, არის საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალთა წონასწორობა. ს.ს-სა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ პირველი მათგანისათვის აუცილებელია საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იზრდება ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენცია, რომლის რეალიზაციის პირველ ეტაპს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა წარმოადგენს.

See also: საერთაშორისო საზოგადოების ინსტიტუტები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……