საერთაშორისო სახელშეკრულები სამართალი

საერთაშორისო სახელშეკრულები სამართალი

E. Law of international treaties

საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც აწესრიგებს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებას, შესრულებასა და შეწყვეტას. ეს წესები რეგულირდება, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საერთაშორისოსამართლებრივი ჩვეულებებით \nიმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის, რომლებიც აწესრიგებს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებას, შესრულებასა და შეწყვეტას, განსაკუთრებით აღსანიშნავია 1969 წლის ,,ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებას, შესრულებასა და შეწყვეტას და 1986 წლის ,,ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის“. საერთაშორისო ხზელშეკრულებათა მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხები წყდება 1978 წლის ,,ვენის კონვენციით ხელშეკრულებების მიმართ სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ“ \n1969 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის მიხედვით, ,,ხელშეკრულება“ ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც დადებულია სახელმწიფოებს შორის წერილობითი ფორმით და რეგულირდება საერთაშორისო სამართლით, მიუხედავად იმისა, ასეთი შეთანხმება შედგება ერთი დოკუმენტისაგან, ორი ან მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტისაგან და ასევე მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა \nამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა და მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შესრულებისა და გაუქმების შესახებ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……