საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ძირითადი დისციპლინა, შეისწავლის სახელმწიფოებსა და სხვა სუბიექტებს შორის მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საზღვრების გადაკვეთით ხორციელდება. საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც ცალკე დარგის სამეცნიერო შესწავლა დაიწყო 1919 წელს, როდესაც უელსში, აბერისთვითის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კათედრა დაარსდა. საერთაშორისო ურთიერთობების ერთიანი თეორია არ არსებობს. არსებობს რამდენიმე სკოლა და პარადიგმა, რომელთა შორის მიმდინარე დებატები ს.უ.თ-ის ბირთვს შეადგენს. საერთაშორისო თეორიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა მარტინ უაიტმა შემოგვთავზა საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ნააზრევის სამი კლასიკური ტრადიცია: რეალიზმი, რაციონალიზმი და რევოლუციონიზმი. XX ს-ში საერთაშორისო ურთიერთობების გავლენიანი სკოლებიდან ერთმანეთს ცვლიდა რეალიზმი, ბიჰევიორიზმი, ნეორეალიზმი, ნეოლიბერალიზმი, საერთაშორისო საზოგადოების თეორია, მსოფლიო სისტემების თეორია, კრიტიკული თეორია და პოსტმოდერნიზმი. ხოლო ძირითადი, გადამწყვეტი პარადიგმატული დებატები მიმდინარეობდა ჯერ იდეალიზმსა და რეალიზმს, ხოლო შემდეგ რეალიზმსა და ბიჰევიორიზმს შორის. თანამედროვე ს.უ.თ-ში ძალას იკრებს ნორმატიული მიდგომები, რომელთა განვითარება საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ მიმდინარეობთან ახალ პარადიგმატულ დებატებს მოასწავებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……