საერთაშორისო წერიგი

საერთაშორისო წერიგი

სახელმწიფოთა ურთიერთქმედების გარკვეული წყობა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიზნების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ჰ. ბულის განმარტებით, ეს მიზნებია: სიცოცხლის დაცვა ხელყოფისაგან, დადებული პირობების შესრულება და საკუთრების უფლების გარკვეული დონით უზრუნველყოფა. ს.წ-ს აქვს პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ეკონომიკური და სამხედრო წახნაგები. თანამედროვე ს.წ. ვესტფალიის ზავის შედეგად დამყარებულ საერთაშორისო სისტემას ახასიათებს (იხ. ვესტფალიის სისტემა). მისი ნიშნებია ანარქია (ანუ უზენაესი მთავრობის არარსებობა) და სუვერენულ სახელმწიფოთა სიმრავლე, რომლებიც ურთიერთქმედებისა და ქცევის საერთო სტანდარტებს აღიარებენ. თანამედროვე ს.წ. სახელმწიფოების სუვერენულობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად გვევლინება. წესრიგის მიზანი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაა, რასაც ხშირად სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი ეწირება. ე.ი. წესრიგი შეიძლება სამართლიანობის გარეშეც დამყარდეს, მაგრამ არა პირიქით. გარდა ამისა, ს.წ-სა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ხშირად საჭირო ხდება მშვიდობის დარღვევაც.

See also: ვესტფალიის სისტემა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……