საერთაშორისო წითელი ჯვარი

საერთაშორისო წითელი ჯვარი

E. International Red Cross

არასამთავრობო საერთაშორისო, დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაცია (იხ. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია), რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს მასში მონაწილე მხარეებს შორის ნეიტრალურ შუამავლად გამოდის. ორგანიზაცია აერთიანებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც 1863 წელს ჩამოყალიბდა, და 1919 წელს ჩამოყალიბებულ წითელი ჯვრის ფედერაციას. სწჯ-ს მხოლოდ ჰუმანიტარული მისია აკისრია, რომელიც გულისხმობს ომისა და ქვეყნის შინააშლილობის მსხვერპლთა სიცოცხლისა და ღირსების დაცვას და მათთვის დახმარების გაწევას. კომიტეტი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს წითელი ჯვრის მოძრაობას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ საქმიანობას შეიარაღებული კონფლიქტების დროს; იგი ცდილობს, ადამიანებს ააცილოს ტანჯვა ჰუმანიტარული სამართლისა და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიტარული პრინციპების განტკიცებით, ომის წარმოების მეთოდებისა და საშუალებათა შეზღუდვით ან აკრძალვით და ყოველივე ამის შესახებ ცოდნის გავრცელებით. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტი და ეროვნული საზოგადოებები წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციასთან ერთად აყალიბებენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას, რომელსაც ასევე ,,სწჯ-ს“ უწოდებენ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……