საერთაშორისო ხასიათის დანაშაული

საერთაშორისო ხასიათის დანაშაული

E. Crimes of international character

ქმედება, რომელიც საერთაშორისო დანაშაულისგან განსხვავებით, არა არის მიმართული საერთაშორისო მართლწესრიგის მშვიდობისა და კაცობრიობის წინაღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ (აგრესია, გენოციდი, ეთნიკური წმენდა და სხვ.), მაგრამ თავისი მნიშვნელობით სცილდება ერთი სახელმწიფოს ფარგლებს, ხელყოფს ცალკეული კატეგორიების ადამიანთა უფლებებს, მათ თავისუფლებასა და სიცოცხლეს (თვითმფრინავების გატაცება (მაგ. ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცებასთან ბრძოლის შესახებ და მონრეალის 1971 წლის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბროლის შესახებ), საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა, მათ შორის დიპლომატიურ აგენტთა, უსაფრთხოების დარღვევა, ნარკოტიკების გადაზიდვა და გავრცელება, მონობა და მონობით ვაჭრობა, პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება-გავრცელება, ყალბი ფულისა და ჩეკების დამზადება-გავრცელება და სხვ.). ამ სახის დანაშაულობასთან ბრძოლა რეგულირდება შიდასახელმწიფოებრივი სამართლით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლებიც ადგენენ ეჭვმიტანილთა ძებნის, დაკავებისა და გადაცემის წესების (იხ. ექსტრადიცია, ინტერპოლი).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……