საერთაშორისო ხელშეკრულება

საერთაშორისო ხელშეკრულება

E. International treaty

ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა) შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს: კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ., მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. სხ-ის მხარედ მხოლოდ საერთაშორისო სუბიექტები გვევლინებიან, ძირითადად სახელმწიფოები. საერთაშორისო ჩვეულებისაგან (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი) განსხვავებით, ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. ზეპირი, ე.წ. ჯენტლმენური შეთანხმებები, რომლებიც წარსულში ნაკლებად გამოიყენებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში აღარ გვხვდება, თითო-ოროლა შემთხვევის გარდა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ., მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. ს.ხ-ის მხარედ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები გვევლინებიან, ძირითადად, სახელმწიფოები. საერთაშორისო ჩვეულებისაგან განსხვავებით ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. ზეპირი, ე.წ. ჯენტლემენური შეთანხმებები, რომლებიც წარსულშიც ნაკლებად გამოიყენებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში თითო-ოროლა შემთხვევის გარდა აღარ გვხვდება.

See also: ხელშეკრულება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. international agreement

სახელმწიფოთა ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ურთიერთობებში მათი ურთიერთუფლებებისა და მოვალეობების დადგენის, შეცვლისა თუ შეწყვეტის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა. იგი გვარეობითი ცნებაა და მოიცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას (ხელშეკრულება, შეთანხმება, პაქტი, ტრაქტატი, დეკლარაცია, კომუნიკე, კონვენცია და ა.შ.). საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისა და გაუქმების წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……