საზოგადოებრივი ინტერესი

საზოგადოებრივი ინტერესი

რომელიმე ჯგუფის წევრების საერთო ინტერესი, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ინდივიდუალური ინტერესების იმგვარი ერთიანობისაგან, რომელიც რომელიმე ერთ სოციალურ სფეროში არსებობს. ეს სხვაობა გამომდინარეობს თვისებრივი დიფერენციაციიდან – სხვაობიდან ადამიანთა საერთო ინტერესებსა და ინდივიდუალური ინტერესების უბრალო ჯამს შორის, რომელიც ყალიბდება ინდივიდების ლოკალური მიზნების ნიადაგზე. იგივე ფენომენები შეგვიძლია ჰობსის ტერმინოლოგიით გამოვხატოთ, როგორც „საყოველთაო ნება“ და „ყველას ნება“. ჰობსის აზრით, სახელმწიფო როგორც პოლიტიკურ ურთიერთობათა სუვერენი ყალიბდება მხოლოდ საერთო ნების მოცემულობის შემთხვევაში. სხვები, ვინც არ იზიარებენ ჰობსის ამ იდეას, ცდილობენ „საყოველთაო ნების“ „ყველას ნებამდე“ რედუცირებას და მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში ს.ი-ზე მსჯელობას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს ან გულისხმობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და მისწრაფებებსაც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……