სათამაშო ბიზნესის გადასახადის განაკვეთი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის განაკვეთი

E. rate of tax on playing business

გადასახადის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სათამაშო ავტომატზე თვეში 50-დან 200 ლარამდე;

ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – თვეში 7000-დან 10 000 ლარამდე;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – თვეში 300-დან 600 ლარამდე;

დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20 პროცენტისა;

ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტი;

ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – თვეში 2000-დან 10 000 ლარამდე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 210).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……