სათანადო სასამართლო პროცესი

სათანადო სასამართლო პროცესი

E. Due judicial process

პიროვნების უფლების დაცვა კანონით და სხვა სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ სისხლისამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ან სამოქალაქო პროცესში ყველა მონაწილე მხარისათვის თანაბარი უფლებების მინიჭება. როგორც წესი, სსპ მოიცავს პიროვნების უფლებას – ჰყავდეს დამცველი, ინფორმირებულ იქნეს საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის შესახებ, დროულად მოემზადოს დაცვისათვის, დაკითხოს მოწმეები, მოსმენილ იქნეს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო პოლიტკურ უფლებათა შესახებ. აცხადებს ,,ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება – მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენციურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ“ (მე-14 მუხ.). ამავე მუხლში დეტალურად არის ჩამოთვლილი პირის უფლებები ამ სფეროში. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანალოგიურ დებულებებს შეიცავს (მე-6 მუხლი).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……