სალათების შეკვეთა

5 ძირითადი წესი სალათებში პროდუქტების სწორი კომბინაციისთვის

სწორი კვების პრინციპების მიხედვით, სალათა – არის დაბალკალორიული და დაბალანსებული კერძი, რომელიც ანაყრებს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ვინაიდან სალათა არის მრავალკომპონენტიანი კერძი, მის კომპონენტებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

ყველა პროდუქტი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

სახამებელი – კარტოფილი, გოგრა, ავოკადო, სიმინდი, მაკარონის მყარი სორტები, წიწიბურა და სხვა

ცხოველური წარმოშობის ცხიმები – თევზი, უცხიმო ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები

ახალი ბოსტნეული – კომბოსტო, კიტრი, პომიდორი და სხვა

თერმულად დამუშავებული ბოსტნეული – ჩაშუშული, მოხარშული ან შემწვარი ბოსტნეული

თხილეული და ჩირი – ნუში, კედრის კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავი და სხვა

ხილი და კენკრა – კივი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, მოცვი და სხვა.

პროდუქტების სწორი კომბინაცია:

  • ცილებთან არ შეიძლება სახამებლიანი ბოსტნეული
  • თხილი და ჩირი უხდება მხოლოდ ახალ ბოსტნეულს
  • სახამებელი არ უხდება ხილს
  • არ შეიძლება სალათში ორი ან მეტი სახამებლიანი ბოსტნეული
  • ტკბილი და მჟავე ხილი ერთ კომპოზიციაში ფარავს ერთმანეთის გემოს
  • არ ღირს სალათში მხოლოდ ცილების შეხამება, ასევე არ შეიძლება ცილოვანი სალათებისთვის რძის ან ნაღების საფუძველზე მომზადებული სანელებლები
  • დაუშვებელია კრეკერები ბურღულეულის შემცველ სალათებში.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო სალათი

  • კარგი სალათა უნდა შედგებოდეს 3-5 პროდუქტისგან. ხუთზე მეტი ინგრედიენტის კომბინაცია არ არის სასურველი, სალათა შეიძენს უსიამოვნო გემოს და რთულად გადამუშავდება;
  • სალათში ერთ-ერთი პროდუქტი უნდა იყოს „წამყვანი“ – ის მისცემს ტონს მთლიან კერძს (მაგალითად: შებოლილი ქათმის გულმკერდი, ზღვის პროდუქტები, ბულგარული წიწაკა);
  • სალათში დაამატეთ სხვა პროდუქტებიც, რომლებიც კი არ გადაფარავენ ძირითადი პროდუქტის გემოს, არამედ შეავსებენ და გააძლიერებენ მას. მაგ: ზღვის პროდუქტების გემოს გამოკვეთს სიმინდი, მოხარშული სტაფილო; ხორცის გემოს – მწვანილი და სოკოები, ბოსტნეული;
  • პროდუქტები, რომელთაც აქვთ არც თუ ისე ძლიერი გემო (მაგ: ბრინჯი, მოხარშული თევზი) არ გადაფარავენ ძირითადი ინგრედიენტის გემოს;
  • სანელებლების სახით შეიძლება და საჭიროა არა მხოლოდ მაიონეზის გამოყენება, არამედ არაჟანი, ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, ძმარი. ეს გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

https://smak.ua/foods/sochetanie/79724-5-osnovnyh-pravil-sochetanija-produktov-v-salatah