სამართლიანობა და თანასწორობა

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

თანასწორობა რეალურ სინამდვილეში არ არსებობს – სრული თანასწორობის ცნება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეტურად. იურიდიული ცნებები აბსტრაქტულია იმიტომ, რომ ნორმა მოქმედებს ყველა ერთგვაროვანი და მსგავსი ურთიერთობების მიმართ.
თანასწორობის პრინციპი დასაბამს იღებს ღმერთის წინაშე ადამიანის თანასწორობის ქრისტიანული იდეიდან. რაც შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, იგი ჩამოყალიბდა შედარებით გვიან, აღორძინების და განმანათლებლობის ეპოქაში. თანასწორობის პრინციპი აღიარებულია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში.
კანონის წინაშე ადამიანის თანასწორობა არის საყოველთაო, ზოგადი პრინციპი. კანონით აკრძალულია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა. კანონის წინაშე თანასწორობა კონსტიტუციური პრინციპია. სამართალი უშვებს გარკვეულ გამონაკლისს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან.
კანონით იკრძალება მხოლოდ განსაზღვრული უთანასწორობა. კანონმდებელი არ ესწრაფვის ტოტალურ თანასწორობას. თანასწორობა მოითხოვს, რომ კანონმდებელმა საგნობრივად უთანასწორო არ უნდა განიხილოს, როგორც თანასწორი, ხოლო საგნობრივარ თანასწორი როგორც უთანასწორო.
სამართალს ახასიათებს მხოლოდ ფორმალური თანასწორობა. ფაქტობრივი თანასწორობა სამართლიანობის პრობლემაა. თანასწორობა განაწილების ყველაზე მარტივი წესია, რომლის დროსაც თითოეული ღებულობს თანაბარ წილს. თანასწორ საწყისებზე განაწილება ხდება შეტანილი წვლილისა და მოთხოვნილებისაგან დამოუკიდებლად. თანასწორი განაწილების სქემაში იკვეთება პარადოქსიც. ცალკეული ჯგუფების ხელშეწყობა უკვე ნიშნავს უთანასწორობას.
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. კანონი არ ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.