სამართლის ნორმა

სამართლის ნორმა

E. legal rules

სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქცირებული ქცევის წესი, რომლის დაცვა და შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით. სამართლის ნორმა განსაზღვრავს მართლზომიერი ქცევის ზოგად წესს, წარმოადგენს ქცევის ტიპურ მოდელს. სამართლის ნორმა სამი ნაწილისაგან შედგება. ამ ნაწილების ერთობლიობას სამართლის ნორმის სტრუქტურა ეწოდება. სამართლის ნორმის იმ ნაწილს, რომელიც მიუთითებს იმ პირობებსა და გარემოებებზე, რომელთა არსებობა ან დადგომა აუცილებელია ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის, ეწოდება ჰიპოთეზა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ქცევის წესს განსაზღვრავს, არის დისპოზიცია. სამართლის ნორმის ნაწილს, რომელიც ადგენს იძულებითი ხასიათის ღონისძიებას დისპოზიციით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევისათვის, სანქცია ეწოდება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……