სამეთვალყურეო საბჭოს (ბანკის) წევრობასთან შეუთავსებლობა

სამეთვალყურეო საბჭოს (ბანკის) წევრობასთან შეუთავსებლობა

E. incompatibility for membership of supervisory board of bank

სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან უნდა გამოყვანილ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებული სამზე მეტ საწარმოში;

ბ) არის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატისან სარევიზიო კომისიის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სხვა რომელიმე კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში;

გ) არის ბანკის მოსამსახურე;

დ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 14).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……