სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

E. Civil and political rights

მას შემდეგ, რაც ს.პ.უ. დაფიქსირდა თავისუფლებათა დიად ქარტიაში (1215წ.), საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა დეკლარაციაში (1789 წ.) და ამერიკულ ბილში უფლებათა შესახებ (1791წ.) მათ სხვანაირად პირველი თაობის, ანუ კლასიკურ უფლებებს უწოდებენ. \ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით ადამიანის ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებია: \ 1. სიცოცხლის უფლება; \n2. წამებისგან თავისუფლება; \n3. მონობისაგან თავისუფლება; \n4. პირადი თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; \n5. პატივისა და ღირსების უფლება; \n6. გადაადგილების თავისუფლება; \n7. სამართლიანი სასამართლოს უფლება; \n8. პირადი ცხოვრების უფლება; \n9. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; \n10. აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება; \n11. დემონსტრაციების თავისუფლება; \n12. ასოციაციების თავისუფლება; \n13. დისკრიმინაციისაგან თავისუფლება; \n14. სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება, როგორც უშუალოდ ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; \n15. ხმის მიცემის და არჩევის უფლება პერიოდულ სამართლიან არჩევნებში; \n16. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის თანსწორი უფლება; \n17. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

See also: წამება, მონობა, პირადი თავისუფლების უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, ადამიანური ღირსება, სამართლიანი სასამართლო, დისკრიმინაცია, არჩევნები, დემოკრატიული უფლებები, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, მატერიალური უფლებები, სამოქალაქო თავისუფლებები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

2. სამოქალაქო და პოლიტკური უფლებები

E. Civil and Political Rights

ადამიანის უფლებათა პირველ თაობას (ე.წ. ნეგატიურ უფლებებს) მიეკუთვნება ის უფლებები, რომლებიც ტრადიციული ლიბერალური ფასეულობებიდან გამომდინარეობს, და რომლებიც ჩემოყალიბდა ბურჟუაზიული რევოლუციების განხორციელების პროცესში \nპირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო (პირადი) და პოლიტიკური უფლებები. ეს უფლებები გამოხატავს ,,ნეგატიურ თავისუფლებას“ – სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ადამიანის პირადი თავისუფლების სფეროში და შეუქმნას პირობები, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში \nპოლიტიკური უფლებების მინიჭება აუცილებელი წინაპირობაა სხვა უფლებების არსებობისათვის, ვინაიდან სწორად ისინი ქმნიან დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს. ხოლო პირადი უფლებების მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ავტონომიურობა \nამ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება: სიცოცხლის უფლება, აზრის,რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის უფლება, უფლება სამართლიან სასამართლოზე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება და სხვა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……