სამოქალაქო თავისუფლებები
E. Civil liberties
ინდივიდუალური თავისუფლებები, რომლებიც განიხილება, როგორც თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ელემენტი. ისინი მოიცავს: სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობის, შეკრებების თავისუფლებებს და ა.შ. ს.თ. ან კანონმდებლობის ნაწილია, ან ის გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილით.
See also: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ
E. civil liberties
თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ან გარანტირებული უნდა იყოს ადამიანის განუყოფელი უფლებების სხვა პირთა უკანონო ჩარევისაგან დასაცავად, უპირველესად, ხელისუფლებისა და სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან; სამოქალაქო თავისუფლებები მოწოდებულია შეზღუდონ სახელმწიფოს იძულებითი მოქმედებები, რომლებიც ფორმალურად, შეიძლება, გამართლებული იყოს. ასეთი თავისუფლებებია, მაგალითად: სიტყვის თავისუფლება, უკანონო დაკავება, კანონიერი შეკრებების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……