სამხედრო ტყვე

სამხედრო ტყვე

E. Prisoner of war

სამხედრო ძალების კუთვნილების გამო ტყვედ აყვანილი და დაპატიმრებული ჯარისკაცები, ან სხვა ადამიანები, რომლებიც ატარებენ სამხედრო ფორმას და იარაღს, აგრეთვე სამოქალაქო პირები, რომლებიც მსახურობენ არმიაში.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Prisoner of war

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ამ ტერმინით აღინიშნება მტრის ხელში ჩავარდნილი პირი, რომელიც მეორე მხარის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. სტ-ებად ითვლებიან: შეარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში შემავალი პირები, პარტიზანები, მოხალისეთა რაზმები, არაკომბატანტები. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ იბრძოდნენ. ჰყავთ ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებს მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებზე. ღიად ატარებენ იარაღს, აქვთ შორ მანძილზე გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი ან საკუთარი ფორმა და იცავენ ომის კანონებსა და ჩვეულებებს წესისამებრ, ის პირები, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ და ტყვედ ჩავარდნენ, ხვდებიან დამატყვევებელისახელმწიფოს ხელში, ხოლო არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილენი – მეომარი მხარის პასუხისმგებელი მეთაურის ხელში. \nსამხედრო ტყვეობის რეჟიმი განისაზღვრება ჰააგის 1907 წლის მეოთხეზე კონვენციით და ჟენევის 1949 წლის მესამე კონვენციით სტ-ის მოპყრობის შესახებ და 1977 წლის პირველი და მეორე დამატებითი ოქმებით. ამ დოკუმენტების შესაბამისად, სახელმწიფოები ტყვეებს ჰუმანურად უნდა ექცეოდნენ, არ დაუშვან მათი დისკრიმინაცია სქესის, კანის ფერის, რელიგიისა და სარწმუნოების. ენის, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებათა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, დაბადების ან სხვა სტატუსის თუ კრიტერიუმების მიხედვით. სტ-თა სტატუსი აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში არ შედიან, მაგრამ მოეპოვებათ მათი თანხლების უფლება (მაგ., ხომალდისა და თვითმფრინავის სამოქალაქო ეკიპაჟს). სტ-ების მიმართ დაუშვებელია ძალადობის, დაშინებისა და შეურაცხყოფის აქტების გამოყენება. კონვენციის თანახმად, ისინი იმყოფებიან არა ცალკეულ პირთა ტყვეობაში, არამედ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟენევის ხსენებული კონვენციების მონაწილე სახელმწიფო პასუხს აგებს თავის ვალდებულებათა შესრულებაზე.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……