სამხედრო ჩარევა

სამხედრო ჩარევა

E. Military intervention

ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრას მოქმედი ხელისუფლების სურვილის მიუხედავად. ს.ჩ. არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სამხედრო მოქმედების ყველაზე უხეში ფორმაა. \nარსებობს პრო- და ანტირეჟიმული ს.ჩ-ის აღსანიშნავი მცოცავი სკალა, რომელზეც სამხედრო დახმარების სხვადასხვა ფორმა აისახება (მაგალითად, იარაღით მომარაგება, იარაღის შეძენისათვის საჭირო თანხების გამოყოფა, დაქირავებულთა გამოყენება, დონორ ქვეყანაში ადგილობრივი სამხედრო ძალების მომზადება, ადგილობრივი სამხედრო ძალების მესამე მეგობრულ ქვეყნაში მომზადება, სპეციალისტების გამოყენება მშვიდობიან დროს ოპერაციების ჩასატარებლად, თავდაცვითი საშუალებების გადაცემა, თავდაცვითი ინფრასტრუქტურების მშენებლობა, თანამგზავრული, ან სხვა დაზვერვითი ინფორმაციის მიწოდება), ან სამხედრო ჩარევა (მაგალითად, მშვიდობიან დროს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების განთავსება მესამე ძალის წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციების დასაგეგმავად ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინებში სამხედრო მისიების განთავსება, ბრძოლებში უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა სპეციალისტების, მაგალითად, მფრინავების გამოყენება, მოხალისეთა და რეგულარული ძალების გამოყენება).

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……