სამხედრო წოდებები

სამხედრო წოდებები

E. military ranks

საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები: სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა: საჯარისო სამხედრო წოდებები: რიგითი (კურსანტი), ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი; საზღვაო სამხედრო წოდებები: მატროსი (კურსანტი), უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი; საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა: კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ-მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან – ლეიტენანტი; კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა: უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო – სამხედრო წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით. დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით (“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 38).

See also: ადმირალი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……