სანქცია

სანქცია

ზომების ერთობლიობა, რომელიც, გამოხატულია პოზიტიური (წახალისების) ან ნეგატიური (დასჯის) ფორმებით და ემსახურება საზოგადოებაში სოციალური ნორმების დაცვასა და მხარდაჭერას. თავის მხრივ, ს–ები შეიძლება იყოს ფორმალური (მაგ., იურიდიული ხასიათის, როგორიცაა დაპატიმრება კანონდარღვევის საფუძველზე, ჯარიმა, ოფიციალური საყვედური, ან, პირიქით, მადლობა) და არაფორმალური (მაგ., ლინჩის წესით გასამართლება). ს–ები ლეგიტიმურობას, ანუ კანონიერებას იძენენ ნორმების საფუძველზე, ხოლო ნორმები, თავის მხრივ, ახდენენ სოციალური ღირებულების რეალიზაციას. მაგ., ღირებულებას წარმოადგენს ინდივიდის სიცოცხლე და კეთილდღეობა; შესაბამისად, არსებობს სოციალური ნორმები (კანონები), რომლებიც კრძალავს მკვლელობას, შეიარაღებულ თავდასხმას და სხვ. ნორმებთან დაკავშირებულია ს–ები, მაგ., დაპატიმრება, როდესაც ხდება სოცოცხლის ხელყოფა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. approbation, sanction

L. sanqtio – უმკაცრესი დადგენილება, კანონი, სადაც მიეთითება მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელი

1. ღონისძიება და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც როგორც წესი გადასინჯვას არ ექვემდებარება;

2. სამართალდარღვევის შედეგად კანონით დაცული სიკეთისთვის მიყენებული ზიანის შესაბამისი, სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული არახელსაყრელი შედეგის მომტანი ზომების ერთობლიობა;

3. ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას; საერთაშორისო სამართალში: საერთაშორისო ხელშეკრულების დამრღვევ სახელმწიფოზე ზემოქმედების ზომების (ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და სხვ.) ერთობლიობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სანქცია – დამსჯელობითი ღონისძიება (მაგ. თავისუფლების აღკვეთა), რომელიც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის სახით კანონის დამრღვევი პირისათვის.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……