საპარლამენტო კომიტეტები

საპარლამენტო კომიტეტები

E. Parliamentary Committees

ევროპარლამენტში მოქმედებს სხვადასხვა კომიტეტი, რომლებშიც დეპუტატები წევრიანდებიან მათი პოლიტიკური კუთვნილების და გამოცდილების მიხედვით ყოველი საპარლამენტო ვადის დასაწყისსა და შუა პერიოდში \nპარლამენტის საპროცედურო წესების მიხედვით პარლამენტის წევრები ადგენენ კომიტეტების რაოდენობას და განსაზღვრავენ მათ უფლებამოსილებებს. ამჟამად არსებობს 17 სპეციალიზებული მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელშიც კომისიის წინადადებები განიხილება. პარლამენტს შეუძლია აგრეთვე ჩამოაყალიბოს ქვეკომიტეტები, დროებითი და მომკვლევი კომიტეტები \nმუდმივმოქმედი კომიტეტების მთავარი ამოცანაა, იმსჯელონ ახალ საკანონმდებლო წინადადებებზე, რომლებიც წამოაყენა ევროპის კომისიამ და წარმოადგინონ საკუთარი ინიციატივები. ნებისმიერი საკანონმდებლო ან სხვა საინიციატივო წინადადებისათვის მომხსენებლი ინიშნება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმებით. მის ანგარიშს განიხილავენ, ცვლილებები შეაქვთ და კენჭს უყრიან საპარლამენტო კომიტეტში ამის შემდეგ ანგარიშს გადაგზავნიან პლენარულ ასამბლეაზე, სადაც განხილვა და ხმის მიცემა ხდება ამ ანგარიშის საფუძველზე ასამბლეა იკრიბება თვეში ერთხელ სტრასბურგში \nსაპარლამენტო კომიტეტები კომისიის შემადგენლობის დამტკიცებამდე ისმენენ, აგრეთვე, კომისიის წევრობის კანდიდატთა მოხსენებებს მათი კონკრეტული სფეროების მიხედვით

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……