სასამართლო აღმასრულებელი

სასამართლო აღმასრულებელი

E. legal executor

საქართველოში თანამდებობის პირი, რომელიც ახდენს ქონებრივი სახდელის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებათა და სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების იძულებით აღსრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააღსრულებო სამსახურის უფროსი. სასამართლოს აღმასრულებლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გამოცდას ჩააბარებს იუსტიციის სამინისტროს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას (საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 6-7).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……