სასამართლო რაიონული (საქალაქო)

სასამართლო რაიონული (საქალაქო)

E. regional (town) court

პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონში, ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში და არ გააჩნია რაიონული დაყოფა, აგრეთვე, ქალაქის რაიონში. სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……