სასამართლო

სასამართლო

E. Court of Justice

ევროგაერთიანების სასამართლო შედგება 15 წევრისაგან (კავშირის წევრთა რაოდენობის შესაბამისად), რომელთაც დახმარებას უწევს ცხრა გენერალური ადვოკატი ისინი ექვსი წლით ინიშნებიან წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე. სასამართლოს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ევროგაერთიანების და წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები დამფუძნებელ ხელშეკრულებებს, და 2განმარტოს გაერთიანების სამართლის ნორმები ეროვნული სასამართლოს თხოვნით \nგაფართოების შემდეგ სასამართლოს წევრთა რაოდენობაც გაიზრდება, რათა ახალ წევრებს საშუალება მიეცეთ, ჰყავდეთ ერთი მოსამართლე. დიდი პალატა, რომელშიც 11 მოსამართლე შევა, განიხილავს იმ საკითხებს, რომელსაც დღეს სასამართლოს პლენარული სესია იხილავს. სამი წლით აირჩევა ხუთი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები \nსასამართლოში ასევე ფუნქციონირებს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. ის ძირითადად გაერთიანების ორგანოებს შორის ადმინისტრაციულ და გაერთიანების კონკურენციის სამართლთან დაკავშირებულ დავებს აგვარებს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

2. სასამართლო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან საკონსტიტუციო კონტროლს.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……