სასწავლო მიზანი

სასწავლო მიზანი

მოსწავლის/სტუდენტის მიერ სწავლით შესაძენი წინასწარ განსაზღვრული შედეგი, ახალი გამოცდილება. იგი მოიცავს მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ ასათვისებელი ინფორმაციის, უნარჩვევებისა და ღირებულებების ერთობლიობას (შესაბამისად შინაარსი, მოცულობა, სირთულე, განვითარების დონე და ტენდენცია).

სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს მასწავლებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება. სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, სწავლის საფეხური თუ სხვა) სასწავლო მიზნების განსაზღვრა ეფუძნება მოსწავლეთა მისწრაფებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზის შედეგებს.

გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ასევე, ასაკთან შესაფერისი ინტერესები.

სასწავლო მიზნები, საზოგადოდ, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებს. საქართველოში საჯარო სკოლების სასწავლო მიზნები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ხოლო მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო გეგმები – სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ეროვნული სასწავლო გეგმა კი საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განისაზღვრება.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……