სატელიტი

სატელიტი

ძველ რომში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ პირად მცველებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ პატრონს. აქედან ტერმინმა თანმხლების, თანამგზავრის მნიშვნელობა შეიძინა. პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი უმთავრესად გამოიყენება იმ სახელმწიფოების აღსანიშნავად, რომლებიც, მართალია, ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ფაქტობრივად ემორჩილებიან სხვა, უფრო გავლენიან სახელმწიფოს. ცივი ომის პერიოდში ე. წ. სოციალისტური ბანაკის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის ს–ები იყვნენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. satellite

L. Satelles (satellitis) თანამგზავრი, თანამზრახველი

1. პლანეტის თანამგზავრი;

2. სხვისი ნების ამსრულებელი, დამქაში;

3. სხვა ქვეყანაზე ფაქტობრივად დაქვემდებარებული, ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……