სატრანსპორტო საშუალება

სატრანსპორტო საშუალება

E. transport vehicles

ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 5.დ).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……