საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

E. Georgian Law on Freedom of Speech and Expression

კანონი, რომელიც მჭიდრო კავშირშია სიტყვის და გამოხატვის ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებასთან, პრესის თავისუფლებასთან, მიღებულ იქნა 2004 წლის 24 ივნისს და შეცვალა 1991 წელს მიღებული „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონი. ამ კანონის მნიშვნელობა ძალზე დიდია. პირველად საქათველოს სინამდვილეში კანონში აისახა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც აღნიშნული უფლებები რეგულირდება. კანონი შედგება ხუთი თავისაგან. პირველ მუხლში მოცემულია ტერმინების განმარტება (მაგალითად, პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, აბსოლუტური პრივილეგია, კვალიფიციური პრივილეგია, უხამსობა, ცილისწამება). კანონის თანახმად, კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს: საქართვლოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამ ნორმას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამართალემოქმედებითი, არამედ სამართალგამოყენებითი თვალსაზრისით \nკანონის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობას. ხელისუფლბის განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულია ამ უფლებითა და თავისუფლებით, როგორც უშალო მოქმედი სამართლით \nკანონი განმარტავს პოლიტიკურ და სასამართლო სიტყვის თავისუფლებას, ადგენს შეზღუდვის საფუძვლებსა და წესებს, საიდუმლოების დაცვის პირობებს. აღსანიშნავია, რომ კანონი მკაფიოდ მიჯნავს კერძო პირისა და საჯარო პირის უფლება-მოვალეობებს \nსიტყვისა და გამოხატვის უფლებების შეზღუდული კანონი უნდა იყოს: პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი (იხ. აზრის გამოხატვის უფლება, ინფორმაციის უფლება).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……