საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

E. Georgia-EU Agreement on Partnership and Cooperation

დაიდო 22.IV.1996, ხოლო ძალაში შევიდა 1.VII.1999. ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით, რომლის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება ყოვეწლიურად, თუ არც ერთმა მხარემ უარი არ განაცხადა მის გაგრძელებაზე. შეთანხმება განსაზღვრავს მხარეთა ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დფეროებში; იგი მიზანად ისახავს საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განვითარებას; თავის მხრივ საქართველომ უნდა შეასრულოს რიგი ვალდებულებებისა, რაც მას საშუალებას მისცემს, გავიდეს საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზარზე; ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობს, განამტკიცოს პოლიტიკური დიალოგი, კომერციული კავშირურთიერთობა და დააჩქარონ ეკონომიკური სისტემების ურთიერთ დაახლოების (კონვერგენციის) პროცესი; იმ პირებმა, რომლებიც სამუშაოზე კანონიერად მოეწყობიან, არ უნდა განიცადონ რაიმე დისკრიმინაცია შრომის ანაზღაურების, სამსახურში მოწყობისა თუ სხვა საკითხებში; ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობს, ებრძოლოს არალეგალურ მიგრაციას, კონტრაბანდას, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას თუ მათ გადაზიდვას და სხვ.; ევროკავშირი საქართველოს აღმოუჩენს ამ ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას; შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ბუნების დაბინძურების აღკვეთის მიზნით, საწარმო უსაფრთხოების თავიდან აცილებისათვის და სხვ.; გაძლიერდება ,,ტასისის“ (TACIS) პროგრამები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფინანსური დახმარების სფეროში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……