საქმიანობა, ბირთვული და რადიაციული

საქმიანობა, ბირთვული და რადიაციული – (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) ა. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა და ექსპლუატაცია; ბ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების შეძენა, ექსპლუატაცია, გადაცემა, გადამუშავება, ტრანსპორტირება და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები; გ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიებისა და ნოუ – ჰაუების ექსპორტ – იმპორტი; დ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტება, სამეცნიერო – კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების, ექსპერტიზის სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან და რადიაქტიურ ნარჩენებთან;    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……