საქმიანობა რელიგიური

საქმიანობა რელიგიური

E. religious actions

დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების საქმიანობა, რომლებიც მიზნად ისახავენ აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელებას. მათ შორის ისეთი გზით, როგორიცაა: ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების ან სხვა საკულტო ქმედებათა ორგანიზაცია და ჩატარება; ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები ან რიტუალური ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად; გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზაცია, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზაცია, აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებელი სადგომებით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფის ჩათვლით; დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო დაწესებულებების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე, კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება: იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (ღვთისმსახურების) ლიტერატურას ან აწარმოებენ (ამზადებენ) რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (ღვთისმსახურების) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე, ამ სახის საქმიანობით მიღებული სახსრების გამოყენება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) რელიგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 11).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……