საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

კანონის ფარგლებში მეუღლეებს შორის დადებული იურიდიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დღიდან. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მეუღლეთა შორის პირადი ურთიერთობების რეგულირება. საქორწინო ხელშეკრულება არეგულირებს როგორც უკვე არსებულ, – ისე მომავალში შეძენილ ქონებას. კონტრაქტის მხარეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას გადაეცემა. დასავლეთის რიგ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს საქორწინო ხელშეკრულების დადების პრაქტიკა. ამგვარი იურიდიული აქტი საქართველოშიცაა დანერგილი, თუმცა დღეისათის მეუღლებს შორის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ერთეული შემთხვევებია ცნობილი.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

2. საქორწინო ხელშეკრულება – მეუღლეებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მოწმდება ნოტარიუსის მიერ.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……