საწარმოთა ქონების გადასახადის საგადასახადო შეღავათი

საწარმოთა ქონების გადასახადის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from tax on enterprise’s property

ამ გადასახადით არ იბეგრება:

ა) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ქონება;

ბ) მიწა;

გ) მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები;

დ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები;

ე) ორგანიზაციის ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა;

ვ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები;

ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გამოყენებული ქონება;

თ) მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება;

ი) საგადასახადო კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

კ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში – 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში – 10 წლის განმავლობაში სრულად;

ლ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 143).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……