სახელმწიფო დახმარება

სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება. კერძოდ, გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია, აგრეთვე სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებს რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას.   Source: საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1;   სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება; კერძოდ – გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია და სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებენ რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას.   Source: საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……