სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

E. access to state secret

სახელმწიფო ორგანოსათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვება საქართველოს ქმედუნარიანი, 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება თავისი სამსახურებრივი ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის; გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებს იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ხორციელდება სამუშაო ან ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები და რომელიც უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება; უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მიეცემა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი განკარგულების საფუძველზე; დაშვების გაცემა ითვალისწინებს:

ა) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად პირის შემოწმებას;

ბ) პირის მიერ ვალდებულების აღებას, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო პირის წერილობით თანხმობას მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;

დ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 26).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……