სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმა

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმა

E. refusal for access to state secret

სახელმწიფო საიდუმლოებასთან არ დაიშვება:

ა) პირი, რომელიც არ წარადგენს დასაბუთებას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე სამუშაოდ;

ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცესში გამოვლინდა მის მიერ უცხოეთის სახელმწიფოების და ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის ხელშეწყობის ან მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტები, რომლის საქმიანობაც აკრძალულია სასამართლო წესით ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან თუ გამოვლინდა პირისათვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები;

გ) პირი უარს ამბობს იკისროს ვალდებულება, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას ან არ არსებობს მისი თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვების თაობაზე;

დ) პირი ნასამართლევია კანონით დადგენილი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;

ე) პირი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ ან სამედიცინო დასკვნის საფუძველზე არ შეიძლება მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. ასეთ დაავადებებს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;

ვ) პირი დაშვების გაფორმების პროცესში შეგნებულად იძლევა არასწორ ცნობებს თავის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 27).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……