სახელმწიფო სტანდარტი

სახელმწიფო სტანდარტი – „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი ან/და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ 1992 წლის 13 მარტს მოსკოვში დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სტანდარტი.   Source: საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……