სახელმწიფო ხელისუფლება

სახელმწიფო ხელისუფლება

E. Government

სახელმწიფოს ტერიტორიაზე მმართველობისა და კონტროლის განხორციელება პოლიტიკური საზოგადოების მიმართ სამართლისა და იძულების მეთოდების გამოყენებით. ადრინდელ, შედარებით ვიწრო განმარტებაში ს.ხ. სამ შტოდ იყოფოდა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. სასაუბრო დონეზე ს.ხ. აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობა, მინისტრთა საბჭო) სინონიმად გამოიყენება. ს.ხ-ის დემოკრატიულ განხორციელებაში, როგორც წესი, იგულისხმება: \ 1. ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალური პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში; მისი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და საყოველთაო სოციალური დაცვის უზრუნველყოფაში; \n2. ანგარიშვალდებულება; \n3. „გამჭვირვალობა”; \n4. საჯაროობა; \n5. სამართლისა და კანონის უზენაესობა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……